|
2017-06-05 10:52:58, 2080 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი საზღვარგარეთ წარგზავნილ საქართველოს პოლიციის ატაშეებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს შსს-ს მიერ სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილ პოლიციის 12 ატაშეს შეხვდა და საგანგებო თათბირი გამართა. უწყების ინფორმაციით, ატაშეებმა მინისტრის გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ანგარიში ჩააბარეს და დავალებები მიიღეს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ეფექტური საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განხორციელებისთვის პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის მნიშვნელობას. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შემდგომ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარგზავნილი ატაშეების როლი კიდევ უფრო გაიზარდა. შს მინისტრმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ევროპოლთან გაფორმებული ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ძალიან მალე ჩვენი პარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიცირებას და თქვენს რიგებს შეემატება მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში, რომელსაც სულ რამდენიმე თვეში წარვგზავნით. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით, უსაფრთხო არხის მეშვეობით გავცვალოთ მნიშვნელოვანი საპოლიციო და ოპერატიული ინფორმაცია, მონაწილეობა მივიღოთ ევროპოლის ფარგლებში ორგანიზებულ ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა თითოეულ ატაშეს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)