|
2017-06-03 10:58:10, 2075 ნახვა
კომენტარი
იან კელი: ქართველი თანამდებობის პირები დაგვპირდნენ, რომ აფგან მუხთარლის საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ
ქართველი თანამდებობის პირები დაგვპირდნენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა. როგორც კელიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, აფგან მუხთარლის საქმესთან არსებული ბრალდებები ძალიან სერიოზულია. "ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა კონტაქტი საქართველოში თანამდებობის პირებთან, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ აფგან მუხთარლის ირგვლივ განვითარებულ გარემოებებს. ვფიქრობ, ისინი სრულიად აცნობიერებენ ბრალდებების სერიოზულობას, მათ დაგვარწმუნეს, რომ თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოქალაქეებისა და უფლებადამცველების უფლებები იქნება დაცული და მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს მათ უსაფრთხოებას“, - დასძინა იან კელიმ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გაიტაცეს. მუხთარლის ბრალი ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობაში და კონტრაბანდაში. ბაქოს სასამართლომ მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)