|
2017-06-02 19:44:59, 1923 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე სხალთის ხეობას ეწვია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციებს დაესწრო. ხულოს ცენტრში დასუფთავების პროექტის გაცნობის შემდეგ, ზურაბ პატარაძე სხალთის ხეობას ეწვია, სადაც აჭარის მთავრობის, დეპუტატების და ხულოს მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად განახლებული კულტურის სახლი გახსნა. სხალთის კულტურის სახლი სმშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის 2016 წლის პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოებისთვის 159157 ლარი იყო გამოყოფილი. კულტურის სახლში შეკრებულ საზოგადოებას ზურაბ პატარაძე მიესალმა და მთავრობის მიერ მაღალმთიანი აჭარის განვითარების გეგმის შესახებ ესაუბრა. როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეგიონის ხელისუფლებისთვის მთა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, მთის კურორტებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. დაგეგმილია ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, რომლებიც მოიცავს როგორც ახალი სკოლების, ბაღების, ლოჯისტიკური ცენტრების, ისე გზების მშენებლობას. დღესვე, ზურაბ პატარაძე სხალთაში მდებარე შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და მუზეუმის ის ექსპონატები დაათვალიერა, რომელიცშერიფ ხიმშიაშვილის შთამომავლებმა 2002 წელს უსასყიდლოდ გადასცესსახელმწიფოს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)