|
2017-06-01 19:20:36, 1046 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია წაიკითხა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თემაზე „შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია და თანამედროვე გამოწვევები“, ლექცია წაიკითხა. ლექციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა კაპელანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, შეიარაღებული ძალების რეფორმებზე და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა და სამხედრო მოძღვრებს სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. თავდაცვის მინისტრის ლექციით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამხედრო მოძღვრებისთვის ორგანიზებული "სწავლების მეთოდისა და ხარისხის ამაღლების" კურსი დასრულდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების 33 სამხედრო მოძღვარს კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატებიც გადაეცათ. სალექციო კურსის ფარგლებში თბილისის სასულიერო სემინარიასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და სასულიერო სემინარიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სასულიერო სემინარიის შორის ერთობლივი სამეცნიერო, კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებები გაიმართება. დღესვე, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პარაკლისი გადაიხადა და სამხედრო მოძღვრების დახმარებით ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორია აკურთხა. (NS)
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)