22:39 - 19 Aug, 2026
|
2017-06-01 15:43:20, 3142 ნახვა
სამართალი
მთავრობამ სტრასბურგის მოსამართლეობისთვის ლადო ჭანტურიას, სოფიო ჯაფარიძის და სოსო გეწაძის კანდიდატურები შეარჩია
საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასარჩევად ლადო ჭანტურიას, სოფო ჯაფარიძის და შოთა გეწაძის კანდიდატურებს წარუდგენს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გაიმართა. გასაუბრების შემდეგ სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად, გამოვლინდა ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. მათგან მთავრობამ დღეს სამი კანდიდატი შეარჩია.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)