14:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 18:35:10, 1768 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილმა ბილ ბომონდს „მსოფლიო რაგბის" თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია რაგბის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიების - მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა, რომელშიც მსოფლიოს 12 საუკეთესო, მათ შორის საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. 
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ქართული მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს. 
მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი საქართველოში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შეეხო. 
პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მთავრობისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობით, ქვეყანაში აშენდა და კეთილმოეწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არაერთი სარაგბო ბაზა, ასევე - რაგბის განვითარებისთვის მუშაობს სპეციალური სამთავრობო პროგრამა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რაგბი ქვეყანაში სპორტის ეროვნულ სახეობად იქცა და მისი მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე მსოფლიო რაგბის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი რაგბის ქვეყანა გახდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics