|
2015-04-16 13:21:57, 6431 ნახვა
კულტურა
"ბავშვი №44"-ის პრემიერა რუსეთის შემდეგ საქართველოშიც არ გაიმართება
რუსეთის შემდეგ ამერიკული კინოფილმის "ბავშვი №44" პრემიერა საქართველოშიც არ გაიმართება. საქართველოს კინოთეატრებში ფილმის პრემიერა 16 აპრილს იყო დაგეგმილი. თუმცა კინოთეატრების ადმინისტრაციის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფილმის პრემიერა ჯერჯერობით არც საქართველოში შედგება. „სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ფილმის "ბავშვი №44" პრემიერა ხვალ არ შედგება. რელიზი გადაიდო შემოდგომამდე“, - ნათქვამია განცხადებაში. კინოთეატრების ადმინისტრაციაში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ფილმის პრემიერა ბევრ ქვეყანაში გადაიდო და ერთ-ერთი მათგანი საქართველოა. ადმინისტრაციაში ამ ეტაპზე ვერ განმარტავენ, კონკრეტულად რას უკავშირდება პრემიერის გაუქმება. ამის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ მოგვიანებით გავრცელდება. რუსეთში კი ჰოლივუდური ფილმის ჩვენება პრემიერამდე ერთი დღით ადრე აიკრძალა. ფედერაციის კულტურის სამინისტროს განცხადებით, ფილმში აღწერილი მოვლენები ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებს, ასევე საბჭოთა კავშირის რუსეთის მოქალაქეების სახეებს, რის გამოც გადაწყდა, ფილმი არ ეჩვენებინათ. რუსეთის კულტურის მინისტრის განცხადებით, მსგავსი სურათები რუსეთის კინოთეატრებში გამარჯვების 70-წლის თავის აღნიშვნის წინ არ უნდა გადიოდეს. ფილმში "ბავშვი №44" მოქმედება საბჭოთა კავშირის რუსეთის პერიოდში ვითარდება. მთავარ როლს მსახიობი ტომ ჰარდი ასრულებს. ის გამომძიებლის როლს თამაშობს, რომელიც სერიული მანიაკისა და მოკლული ბავშვების საქმეს იძიებს. ფილმი მწერალ ტომ რობ სმიტის დეტექტიური ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. "ბავშვი №44" -ის მსოფლიო პრემიერა 17 აპრილსაა დაგეგმილი.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)