|
2017-05-26 16:29:16, 3316 ნახვა
კულტურა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ექსპოზიციაზე, რომელიც 11 ივნისამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია გურამ ახალაიას პირად კოლექციაში დაცული 1712-2017 წლებში დასტამბული ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები, მათ შორის, ქართული გამოცემები 1712 წლიდან დღემდე მთლიანად და პოემის თარგმანები 51 ენაზე. გამოფენა ოფიციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მიხეილ ჯანელიძემ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის მანძილზე საქართველოს მიერ განვლილ გზასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წელს დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით ისეთი დიდი წარმატებით, როგორიც არის ევროპასთან ასოცირება, ვხვდებით როგორც უფრო მეტად ინტეგრირებული ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც წარმოადგენს ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მყარ გარანტიას" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოფენაზე წარმოდგენილი უნიკალური კოლექციის შესახებ და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც ძალისხმევას არ დაიშურებს საზღვარგარეთ ქართული კულტურის საგანძურის პოპულარიზაციისთვის. გამოფენაზე წარმოდგენილ კოლექციაში დაცულია 70-ზე მეტი გამოცემა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების, პოემის მთარგმნელებისა და ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია საქართველოს საელჩოების ხელშეწყობით მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის კორეულ, რუმინულ, გერმანულ და სხვა ენებზე პოემის თარგმანები. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და კერძო კოლექციონერმა გურამ ახალაიამ. ვეფხისტყაოსნის უნიკალური კოლექცია დაათვალიერეს ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. გამოფენის განსაკუთრებული ნაწილს წარმოადგენს გვერდები "21 საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნიდან", რომელიც ხელით იწერებოდა 2003-2016 წლებში გურამ ახალაიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. თითო გვერდი გადაწერეს 21-ე საუკუნის ცნობილმა ადამიანებმა, წმინდა სინოდის წევრებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა, პოემის მთარგმნელებმა, მხატვრებმა, სპორტსმენებმა, მსახიობებმა, რუსთველოლოგებმა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ცნობილი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის შექმნილი ილუსტრაციების ორიგინალები.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)