22:50 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 12:45:02, 2273 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ, ჩვენს რეკომენდაციებს ალიანსი იზიარებს

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ  და ჩვენს რეკომენდაციებს, მოსაზრებებს ხშირად, როგორც წესი,  იზიარებს ხოლმე ნატო.  ჩვენი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ის დააჩქარებს პროცესს“,-ასე უპასუხა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ პარლამენტში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას-გაიზიარებს  თუ არა ალიანსი რეკომენდაციას საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს.საქართველო ნატო-ს შორის საპარლამენტო საბჭო გვაქვს. მეორე გვაქვს უკრაინასთან. ასე რომ, განსაკუთრებული სტატუსი აქვს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს შორის  ამ ურთიერთობებს ფორმალურადაც და ოფიციალურ დონეზეც. ჩვენ საბჭოში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს საქართველოსთან დაკავშირებით. ვმუშაობთ, სხვა გზა გამოინახოს, რათა ოფიციალურად ხაზი გაესვას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან კარგ მხარდაჭერას საქართველოსადმი, რომელსაც ისედაც გამოვხატავდით ბოლო წლების განმავლობაში. ამას მიიღებს და გაიზიარებს ნატო, რა თქმა უნდა. ჩვენი საპარლამენტო ასამბლეა,  ნატო არ არის. ეს არის პოლიტიკური საპარლამენტო ორგანიზაცია, რომელიც ნატო-ს გვერდზეა, მაგრამ თვითონ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ და ჩვენს რეკომენდაციებს, მოსაზრებებს ხშირად, როგორც წესი იზიარებს ხოლმე ნატო და ეს რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ის დააჩქარებს პროცესს“,-განაცხადა პაოლო ალიმ პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და ნატო-ს  საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილთან,   პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის  გენერალურ მდივანთან და  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics