|
2017-05-24 12:03:49, 2506 ნახვა
მსოფლიო
მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი მარტო არ მოქმედებდა
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ემბერ რადის განცხადებით, მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელს თანამზრახველები ჰყავდა და ის მარტო არ მოქმედებდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. შს მინისტრის ინფორმაციით, 22 წლის თვითმკვლელი ტერორისტი, სალმან აბედი ქალაქ მანჩესტერში დაიბადა, წარმოშობით კი ლიბიიდანაა. სამართალდამცველების თქმით, აბედი ლიბიიდან ტერაქტის მოწყობამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. მედიას საშუალების ინფორმაციით, ტერორისტი მანჩესტერში, რამდენიმე მისამართზე ცხოვრობდა, რომლის ნაწილზე სამართალდამცველებმა ჩხრეკა უკვე ჩაატარეს. სალმან აბედის გარდა, გუშინ პოლიციამ ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 23 წლის მამაკაცი დააკავა. მისი ვინაობა არ სახელდება. გარდა ამისა, ემბერ რადმა ამერიკის შეერთებული შტატებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "აშშ-დან პრესაში და საზოგადოებაში ტერაწტის შემსრულებლებთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია ჟონავს, რაც მიურებელია, რადგან გამოძიება მიმდინაროებს". "მაგალითად, თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობაც სწორედ ამერიკის მიერ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვინდა მსგავს დეტალებზე საუბარი, რადგან მიმდინაროებს გამოძიება და მისი ინტერესიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაცია არ უნდა ვრცელდებოდეს. როდესაც გამოძიება დასრულდება, ყველა ყველაფერს გაიგებს", - აღნიშნა მინისტრმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)