|
2017-05-22 14:32:54, 2349 ნახვა
ეკონომიკა
პირველად საქართველო ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენას „BUYBRAND Transcaucasia“ უმასპინძლებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრი ექსპოჯორჯია, 2017 წლის 2-3 ივნისს,თბილისში პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა „BUYBRAND Transcaucasia“-ს უმასპინძლებს. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იქნება საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. უწყების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი მათ შორის: Shokoladnitsa, Baskin Robbins, Coffee House, Shikari, Il Patio, Papa John’s, ფიტნეს-ცენტრების ქსელი FIT powered by X-BODY, Fit’n’Go, სამედიცინო ლაბორატორიული ქსელი INVITRO და Gemotest, საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Best Western Hotels & Resorts და მრავალი სხვა. ამასთანავე აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იქნება კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით კი საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდაზე. ამასთანავე, მკაფიოდ წარმოდგენილი იქნება ფრენჩაიზინგის კონცეფციის თემატიკა HORECA სისტემაში, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კაფეებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ქსელებს ასევე მომსახურების სფეროს პროექტებს. მნიშვნელოვანია, რომ ორდღიან გამოფენასთან ერთად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართება ბიზნეს-ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვლენ მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები, ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა მათ მიერ შერჩეული ფრენჩაიზინგის საკითხებზე, გაიგონ მეტი ლეგალური პარტნიორობის რეგისტრაციის საკითებზე და შეისწავლონ ფრენჩაიზინგის დადებითი მხარეები ეკონომიკის განვითარების ასპექტებში. გამოფენაში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია ექსპო ჯორჯიას პავილიონის შესასვლელში, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისარებადნებსიმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს „BUYBRAND Transcaucasia“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს, მისამართზე: http://www.buybrandexpo.com/en/tbilisi/ (NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)