|
2015-04-15 14:09:07, 661 ნახვა
სამართალი
ჩიტაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მე-3 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ჩიტაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე სავარაუდოდ, მე-3 პირი დააკავეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. პოლიციელებმა პიროვნება 47-ე სკოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსის სადარბაზოდან გამოიყვანეს. სავარაუდოდ, ის მე-2 სართულზე საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. არც დაკავებულს და არც სამართალდამცველებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. 47-ე სკოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სადარბაზო ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩიტაძის ქუჩაზე 1 პირის დაკავება დაადასტურეს, თუმცა ინციდენტში მონაწილე დანარჩენი 2 პირის დაკავების შესახებ, რომელსაც მედიის წარმომადგენლები შეესწრნენ, ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, უწყება დღის განმავლობაში განცხადებას გაავრცელებს. შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 47–ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დილის საათებში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა სამი მასრა ამოიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)