07:02 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 22:34:48, 2061 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იორდანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბორგე ბრენდეს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროცესი დადებითად შეაფასა. 

მხარეებმა ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე. აღინიშნა, რომ 2017 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი სრულდება. 

გიორგი კვირიკაშვილმა ნორვეგიას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა განვითარების თანამშრომლობის მიმართულებითაც. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics