01:59 - 14 Aug, 2026
|
2015-04-15 11:46:59, 813 ნახვა
სამართალი
ჩიტაძის ქუჩაზე შეიარაღებული პირი დააკავეს
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და 47-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით ნასვამმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეიარაღებული პირი უკვე დაკავებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩიტაძის ქუჩაზე "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იმყოფება. 47-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგონიათ, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ არც მანდატურებს. შემთხვევის გამო, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. ადგილზე ამ დრომდე რჩება საპატრულო პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)