03:26 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 13:16:58, 2250 ნახვა

მსოფლიო
წინასწარი შედეგებით, ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი გახდა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ გაიმარჯვა, - ამის შესახებ CNN იწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ირანის მოსახლეობამ ჰასანი მეორე ვადით აირჩია და მან კონკურენტი ებრაჰიმ რაისი დაამარცხა.

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუჰანიმ ხმათა 22.8 მილიონი მიიღო, ხოლო რაისმა 15.5 მილიონი ამომრჩევლის ხმა მოიპოვა. ამასტან, საბოლოო შედეგები დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

აღნიშნული შედეგებით დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იმდენად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რომ საარჩევნო პროცესის 4 საათით გახანგრძლივება მოუხდათ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 

ცნობისთვის, რუჰანიმ პრეზიდენტის პოსტი პირველად 2013 წელს დაიკავა. მისი მაშინდელი ლოზუნგი იყო "საერთაშორისო იზოლაციის გაუქმება და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბება". 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics