|
2017-05-19 17:10:27, 1430 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებს ლექცია წაუკითხა
ევროპული ინტეგრაციის კუთხით ცნობიერების ამაღლებისა და ევროპის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოში ევროპის დღეები იმართება. დღეს, ევროპის დღეების ფარგლებში, რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი დაიწყო. სემინარი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი-ევროინტეგრაცია“ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ გახსნეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სტუდენტებს თემაზე - „ევროატლანტიკური ღირებულებები და საქართველო“ - ლექცია წაუკითხა. ლევან იზორიამ ყურადღება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაამახვილა. „მქონდა შესაძლებლობა, წამეკითხა ლექცია და მესაუბრა ევროპის ტიპის სახელმწიფოს მნიშვნელობაზე, ზოგადად, ევროპულ ღირებულებებზე. დასავლური ღირებულებების საწინააღმდეგოდ პროპაგანდის შესაჩერებლად, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ადამიანის თავისუფლების, ღირსების დაცვის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ ავიღოთ ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ურყევობის წინაშე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მინისტრმა. ლევან იზორიამ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსზე, წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპებზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოსთვის პრიორიტეტულია. მინისტრმა თავდაცვის უწყებაში ინსტიტუციური აღმშენებლობისა და ოპტიმიზაციის კუთხით განხორციელებული რეფორმებიც გაიხსენა. ლექციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ნინო ბოლქვაძემ ლევან იზორიას თანამშრომლობისა და ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. საქართველოში ევროპის დღეები 7 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით წელს მეხუთედ აღინიშნება. (NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)