20:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 16:03:54, 2428 ნახვა

სამართალი კომენტარი
ჯარჯი წიკლაური მამალაძის ადვოკატებზე: სამართალწარმოება მხოლოდ თოქ-შოუებში წარმოუდგენიათ

"ამ ადვოკატებს სამართალწარმოება მხოლოდ თოქ-შოუებში წარმოუდგენიათ", - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომის შეწყვეტის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ადვოკატების მიზანია პროცესის გაჭიანურება, რათა სახელმწიფო ბრალდების უტყუარი მტკიცებულებების გამოკვლევა არ მოხდეს.

რაც შეეხება სხდომის დახურვას, პროკურორმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროცესის დახურვა მართლმსაჯულების ინტერესებიდან და სხდომის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარეობდა.

"საუბარი, რომ თითქოს ვიდეოებით ვაშანტაჟებთ ვიღაცეებს, წმინდა წყლის სპეკულაციაა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქოში სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა შეწყდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics