04:39 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 15:13:42, 1659 ნახვა

საზოგადოება
"საქართველოს მელიორაცია" ნიაბის საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ნიაბის საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.  

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია  მაგისტრალური არხის სრული რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 14 კილომეტრი და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა. 

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, კასპის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის მოსახლეობას აღუდგება საირიგაციო მომსახურება 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე.
2012 წლიდან შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 44 სარეაბილიტაციო პროექტი.

შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 19 690 ჰექტრამდეა გაზრდილი.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics