|
2017-05-18 16:15:54, 2525 ნახვა
ეკონომიკა
ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენასთან დაკავშირებით, ბორდოსა და პარიზში სამუშაო შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში დაგეგმილი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ბორდოსა და პარიზში გაიმართა. საქართველოს მხრიდან შეხვედრებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე, ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე მონაწილეობდნენ. ქართული მხარის წარმომადგენლები საფრანგეთში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ აცხადებენ, რომ საქართველო ბორდოს გამოფენაზე ღირსეულად წარსდგება, რის საფუძველსაც ამ მიმართულებით ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები იძლევა. ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში საქართველოსადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა 2017 წელს გაიხსნება. საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს გახსნის და რამდენიმე თვის განმავლობაში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის მასპინძლის საპატიო სტატუსს ატარებს. გამოფენის გახსნა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს იგეგმება. გამოფენის პარალელურად გაიმართება დეგუსტაციები, კონფერენციები, ფილმების ჩვენებები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს გაიცნოს ქართული ღვინო და ქართული ღვინის კულტურა და ისტორია. მასშტაბური კომპლექსი - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი, 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნა. 14 ათას კვადრატულ მეტრზე გაშლილი ცენტრი, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებითაა გამორჩეული.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)