|
2017-05-18 11:43:01, 2215 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივა მშვიდობის გზაა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპზე
ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანჰუის პროვინციის ქალაქ ჰეფეიში „ცენტრალური ჩინეთის ექსპო 2017"- ის გახსნაში მონაწილეობა მიიღო და მოხსენებით გამოვიდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის სიტყვაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის" შესახებ და საქართველოს როლზე ამ პროცესში. „სრულად ვეთანხმები შეხედულებას, რომ ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა არის მშვიდობის გზა და დაფუძნებულია მოგება-მოგების თანამშრომლობის პრინციპებზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან აღნიშნა, რომ მათი განხორციელებით, შესაძლებელია „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ გასწვრივ არსებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყოველწიურად იზრდება. მისი თქმით, ამ დინამიკას ხელს შეუწყობს პეკინში 15 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, რომელიც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ურთიერთობების განვითარებისთვის. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში მოხდეს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც დააკავშირებს „ახალი აბრეშუმის გზის" ქვეყნებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა 4 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, რკინიგზის მოდერნიზების პროექტსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც იქნება რეგიონული მნიშვნელობის ლოგისტიკური ჰაბი. თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ცენტრალური დერეფნის მიმართულებით, რომელიც საქართველოზე გადის, ტვირთის გადაზიდვა არის ბევრად უფრო უსაფრთხო, დროის თვალსაზრისით მომგებიანი და სხვა მარშრუტებთან კონკურენტუნარიანი. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)