03:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 20:27:03, 1709 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია ქუთაისში კლუბ „ავდესკო“-ს პრეზენტაციას დაესწრო

ქუთაისში ავთანდილ დეკანოიძის სახელობის 32-ე საჯარო სკოლაში კლუბ „ავდესკო“-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

პრეზენტაციაზე კლუბის წევრებმა აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ავთანდილ დეკანოიძის განვლილი ცხოვრება გაიხსენეს და მისი ბიოგრაფიის ამსახველი ვიდეო მასალა წარმოადგინეს.

ასევე, ღონისძიებაზე მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა, სადაც ვახტანგ ყოლბაიამ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კლუბის წევრებს წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“ გადასცა, რომელშიც აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებია შესული.

ღონისძიებას, ასევე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე, პედაგოგები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics