|
2017-05-17 17:02:02, 2171 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში კიდევ ერთი ახალი ფილმის გადაღებები დაიწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ახალი ფილმის „უარყოფითი რიცხვების“ გადაღებები დაიწყება. მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-იტალიურ კოპროდუქციას ქართული საპროდუსერო კომპანია შპს „მაგნეტ ფილმს“ გადაიღებს. ფილმის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა აგებული და საქართველოს ეროვნული რაგბის კავშირისა და UNICEFF-ის ერთობლივ პროექტს ასახავს, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში პატიმრებისთვის ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების მიზნით, რაგბის ვარჯიშები დაინიშნა. ფილმის გადაღებები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც 40 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება. აღსანიშნავია, რომ გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო, ფილმის თემატიკასთან დაკავშირებული ლოკაცია - ავჭალის ყოფილი მეათე საპყრობილე (ავჭალის ქ. N17-ში მდებარე 31738.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები) შეირჩა, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფილმის გადასაღებად უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადასცა შპს „მაგნეტ ფილმს.“ ეკონომიკის სამინისტროს „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პრომოკამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო დატვირთული და აქტუალური ხდება, რაც უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაში შესამჩნევად აღინიშნება, რადგან პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე რიგით მეექვსე ფილმის გადაღებები განხორციელდება. შენიშვნა: პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 5 პროექტი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში. ამავე პერიოდში საქართველოში განხორციელდა არაერთი რეკლამის თუ მუსიკალური ვიდეორგოლის გადაღებები, რაც ასევე ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაციას. ამასთანავე, პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები, მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)