19:47 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 16:09:25, 1879 ნახვა

კომენტარი
ოთარ ფარცხალაძე: ლაშა თორდიას ჰკითხეთ, ვინ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა

ლაშა თორდიას ჰკითხეთ, ვინ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა,  - ასე უპასუხა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ პოლიციის შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს, სადაც ის გამოკითხვაზე იყო დაბარებული. 

როგორც ფარცხალაძემ აღნიშნა, 13 მაისს წამიერ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, თუმცა დამატებით შეკითხვებს ყოფილმა პროკურორმა არ გასცა.

ფარცხალაძე გამოკითხვაზე ადვოკატებთან ერთად მივიდა. 

როგორც მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა აღნიშნა, ფარცხალაძე გამოკითხვაზე პირველივე გამოძახებაზე გამოცხადდა. მისივე თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს და დეტალურად მოუყვება გამოძიებას, რა ხდებოდა 13 მაისს კლუბ „ელ ცენტროში“.

ცნობისთვის, ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics