02:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 13:04:23, 1704 ნახვა

საზოგადოება
„აუდიტორია 115“: მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ლგბტ თემის ინსტუმენტალიზება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად

აუდიტორია 115  ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.

ისინი ლგბტ თემის წარმომადგენლებს  სოლიდარობას უცხადებენ და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ამ თემის ინსტუმენტალიზება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად.

„დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

სიცოცხლის უფლება, შრომის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ის, რის უზრუნველყოფასაც მოითხოვს ლგბტ თემი.

აუდიტორია 115 სოლიდარობას უცხადებს ამ ადამიანებს და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ამ თემის ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად.

არ გვავიწყდება ის, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები იბრძოდნენ და იბრძვიან სოციალური სამართლიანობისთვის, სოციალური სახელმწიფოს მშენებლობისთვის !

აუცილებლად, ძალიან მალე ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს პოლიციის კორდონები აღარ გაჰყოფს. ჩვენ, ჩაგრულ ადამიანებს, არ გვაქვს ფუფუნება დაყოფის და დანაწევრების, ერთმანეთთან დაპირისპირების.

ჩვენ გაგვაერთიანებს ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ !“,-ნათქვამია აუდიტორია 115-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics