|
2017-05-16 18:56:47, 2244 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საინვესტიციო კომპანია „Ocean Capital“-ის მფლობელს, კომპანია “Ludgate Investments”-ის მმართველ დირექტორს, ხაის ვოსკამპს და მის ბიზნესპარტნიორებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს. მხარეებმა განიხილეს „Ocean Capital“-ის საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. უცხოელი ინვესტორების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია „Ocean Capital“-ს საქართველოს უძრავი ქონების სექტორში 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს და გეგმავს გააფართოვოს და გაზარდოს ინვესტიციები, როგორც უძრავი ქონების, ისე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)