19:46 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 16:32:42, 2332 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბესელია: გამოძიებას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მექანიზმი, ჩაატაროს ობიექტური გამოძიება

"კანონში  არ წერია, რომ  კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის მიმართ ჩადენილი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ავტომატურად ექვემდებარება პარლამენტს,  რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მექანიზმი,  მან ჩაატაროს  ობიექტური გამოძიება",-ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თორდია-ფარცხალაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასა და  საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

ბესელიას შეფასებით, გამოძიება ობიექტურად იმუშავებს:

"კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ მაღალი იმუნიტეტი. ანუ დაცვის მაღალი გარანტია,  მაგრამ როცა ხდება კონკრეტული ფაქტი, კანონი ამბობს, რომ გამოძიებამ იმუშაოს ამ ფაქტებზე ობიექტურად და მიუკერძოებლად. ეს მოლოდინი გვაქვს ჩვენ. კანონში  მაშინ ეწერებოდა, რომ კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის მიმართ ჩადენილი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ავტომატურად ექვემდებარება პარლამენტს. ასეთი  ჩანაწერი არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას აქვს მაღალი ლეგიტიმაცია და მექანიზმი, რომ მან ჩაატაროს ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება",-აღნიშნა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics