01:08 - 14 Aug, 2026
|
2017-05-16 15:34:27, 2737 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
ჰაკერებმა Disney-ის ფილმი მოიპარეს, გამოსასყიდის სახით კი რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვენ
კიბერთავდასხმის შედეგად, ჰაკერებმა Disney-ის ფილმი მოიპარეს, გამოსასყიდის სახით კი რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვენ, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, Disney-ში აცხადებენ, რომ ჰაკერებისთის თანხის გადახდას არ აპირებენ. Los Angeles Times-ის ცნობით, ჰაკერებმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-5 ნაწილი „მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ გაიტაცეს. ცნობისთვის, ფილმის პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 მაისსაა დაგეგმილი. „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-5 ნაწილში მთავარ როლებს ჯონი დეპი, კირა ნაითლი და ორლანდო ბლუმი ასრულებენ. ჰაკერები Disney-ის ახალი ფილმის ინტერნეტში განთავსებით იმუქებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)