|
2017-05-16 15:08:11, 1873 ნახვა
კომენტარი
ზურაბ პატარაძე: დავდებთ იმ შედეგს, რომელიც ქვეყნისთვის და მუსლიმი მრევლისთვის იქნება მისაღები
„დავდებთ იმ შედეგს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მუსლიმი მრევლისთვის“,-ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. „არანაირი გასაიდუმლოებული შეხვედრა არ გამართულა. ეს არის ჩვეულებრივ მუშა პროექტი. კარგი დიალოგი გვაქვს სამუფთოსთან, არასამთავრობო სექტორთან, ასევე რელიგიის სააგენტოსთან, რომლებთან ერთადაც ვმსჯელობთ. სულ ახლახან, ტარიელ ნაკაიძეს შევხვდი. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გამოსავალს ვნახავთ. ჩვენ დავდებთ იმ შედეგს, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მუსლიმი მრევლისთვის“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერიის უარის შემდეგ, პატარაძე სამუფთოს წარმომადგენლებს და "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძეს შეხვდა. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი სასამართლოში გაასაჩივრებს. ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობაზე უარი თქვა. გიორგი ერმაკოვის ბრძანება 2017 წლის 5 მაისითაა დათარიღებული.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)