|
2017-05-16 10:42:57, 1891 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის „ჟუმორის“ ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კორპორაცია „ჟუმორის" (Jumore) თავმჯდომარესა და პრეზიდენტს, ლუ ჰონშანს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საერთაშორისო ფორუმის „ერთი გზა - ერთი სარტყელის" ფარგლებში გაიმართა. ჩინური კორპორაცია „ჟუმორი" მსოფლიოში პირველი E4B (ეკოსისტემა ბიზნესისთვის) საერთაშორისო ელექტრონული სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც გაერთიანებულია ელექტრონული კომერცია და ბიზნესის ბიზნესისთვის შეთავაზება. კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს 126 ქვეყანასთან, მათ შორის, G20-ის ქვეყნებთან, აგრეთვე „ერთი სარტყელი - ერთი გზის" სახელმწიფოებთან. პლატფორმის წლიური ბრუნვა 2017 წლისათვის 800 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა მსხვილი ჩინური კომპანიის შემოსვლის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ადგილობრივი კერძო სექტორისთვის, რათა მათ გაუადვილდეთ საერთაშორისო ბაზრების საკუთარი პროდუქციისა თუ მომსახურების გატანა, ასევე, ბიზნესპარტნიორების მოძიება. მისი თქმით, ამით მთელი მსოფლიო ნახავს, თუ რა გვაქვს და რა პროდუქციის გაყიდვაა შესაძლებელი საქართველოდან. შეხვედრაზე კომპანია „ჟუმორის" ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი, დაიწყოს ბიზნესი საქართველოში. მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მნიშვნელოვნად ვითარდება, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოში საქმიანი ურთიერთობებისთვის. ლუ ჰონშანის განცხადებით, „ჟუმორის" შემოსვლა არა მხოლოდ წაადგება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს, არამედ ამით ქართველ მეწარმეებს ექნებათ ერთიანი პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესთან დასაკავშირებლად და საქმიანი ურთიერთობების გასავითარებლად. მათ შორის, „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ქვეყნების ბიზნეს წრეებთანაც.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)