|
2017-05-15 18:01:44, 1864 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის თავმჯდომარე Doing Business-ის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე მსოფლიო ბანკის Doing Business-ის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის შეფასების მისიის წარმომადგენლებმა საჯარო რეესტრის მენეჯმენტთან ერთად ბიზნესისა და უძრავი ქონების სარეგისტრაციო პროცედურები, რეგულაციები და მიმდინარე რეფორმები დეტალურად განიხილეს. Doing Business-ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. განხორციელებული რეფორმების კუთხით ქვეყნის მიღწევები წლიდან წლამდე, მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად უმჯობესდება. 2017 წლის კვლევაში, უძრავი ქონების რეგისტრაციის სიმარტივის კუთხით, ქვეყანა პირველ სამეულში, ხოლო ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივით – კი პირველ ათეულში მოხვდა. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორსო საფინანსო კორპორაციის Doing Busienss-ის ყოველწლიური რეიტინგი იმ რეფორმებს ასახავს, რასაც ქვეყნის მთავრობა ბიზნესის ხელშესაწყობად ახორციელებს. ბიზნესის კეთების სიმარტივე, საერთაშორისო რეიტინგში, რამდენიმე ობიექტურ და გაზომვად ინდიკატორზე დაყრდნობით განისაზღვრება. ეს ინდიკატორებია: ბიზნესის რეგისტრაცია, მშენებლობის ნებართვის მიღება, ელექტროობით უზრუნველყოფა, საკუთრების რეგისტრაცია, კრედიტის მიღება, ინვესტორთა უფლებების დაცვა, გადასახადების გადახდა, საერთაშორისო ვაჭრობა, კონტრაქტების აღსრულება და ა.შ. „Doing Business 2018" ანგარიში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)