|
2017-05-15 17:22:27, 2324 ნახვა
სამართალი საზოგადოება
„შსს-ში 40 ათასი ადამიანი მუშაობს, შეიძლება, ვინმე პირადი ურთიერთობების გამო იმყოფებოდა ფარცხალაძესთან“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი ადამიანი მუშაობს და "შეიძლება, ვინმე პირადი ურთიერთობების გამო იმყოფებოდა ფარცხალაძესთან სახლში". შესაბამისი კომენტარი ხუციშვილმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც გვიან ღამით, ყოფილ პროკურორთან ოთათ ფარცხალაძესთან სახლში შსს-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული არ არის. ეს გამომძიებლების კომპეტენციაა და მათ უნდა ჰკითხოთ. თქვენ იმ ადამიანების კომენტარები ნახეთ, რომლებიც უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ. მე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ჩემი მხრიდან არაკომპეტენტური იქნება რაიმე დამატებით ვისაუბრო. როგორც მინისტრის მოადგილე, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რასაც გამომძიებლები გვეუბნებიან, იმას მოუსმინეთ“,- აღნიშნა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. მისივე თქმით, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ლაშა თორდიას საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)