01:35 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 15:54:29, 2334 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე მსხვილფეხა პირუტყვის ტყავი გავიდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე - საბერძნეთში მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი გავიდა. ტყავის გატანასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.

„მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი, მატყლის შემდეგ, მეორე  ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის წევრ  ქვეყანაში პირველად გავიდა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ  ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს კეთილსაიმდეოობის აღიარებას,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ დემნა ხელაიამ.

ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე (დიდ ბრიტანეთში) 2017 წლის იანვარში  გავიდა. აგრეთვე, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და უკვე შესაძლებელია ქართული თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics