22:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 15:25:39, 1559 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან პროფკავშირების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან პროფესიული კავშირების გაერთიანების, „აუდიტორია 115“-ს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ტყიბული“, „როდემდე“, „სოლიდარობა მუშებს“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები.

ისინი  ხელისუფლებას შრომითი ინსპექციის გადახედვისაკენ და ქმედითუნარიანი შრომითი კანონების შემოღებისაკენ მოუწოდებენ.

 ''9 მაისს გაუგონარი ტრაგედია მოხდა. არ შეიძლება ამ ფაქტის ასე გატარება, ყოველი მსხვერპლი იქნება მთავრობის ბრალი. დიდება გმირებს, ისინი უსამართლო სისტემის მსხვერპლნი არიან'', - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

პარლამენტთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, 9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში გეგმური სამუშაოების შესრულებისას ოთხი მეშახტე დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics