21:15 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 13:04:13, 1491 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად მართლმადიდებლური ეკლესიის, იუსტიციის სახლებისა და ჯარის საქმიანობას აფასებს.

კერძოდ, კითხვაზე “როგორ შეაფასებდით ... საქმიანობას”, შედეგები ასე გადანაწილდა:

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია: 14% ძალიან კარგად, 44% - კარგად, 23% - საშუალოდ, 6% - ცუდად, 1% - ძალიან ცუდად, 11%-მა არ იცის, 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა;

იუსტიციის სახლები: 9% ძალიან კარგად, 46% - კარგად, 30% - საშუალოდ, 5% - ცუდად, 1% - ძალიან ცუდად, 9 %-მა არ იცის;

საქართველოს ჯარი: 5% - ძალიან კარგად, 44% - კარგად, 35% - საშუალოდ, 6% ცუდად, 1% - ძალიან ცუდად; 10%-მა არ იცის;

საქართველოს პოლიცია: 4 - ძალიან კარგად, 33% - კარგად, 43% - საშუალოდ, 12% -ცუდად; 2% - ძალიან ცუდად, 6%-მა არ იცის;

სახალხო დამცველი:  1% ძალიან კარგად, 22% კარგად, 43% საშუალოდ, 11% - ცუდად, 2% - ძალიან ცუდად; 22%-მა არ იცის;

მთავარი პროკურატურა: 1% - ძალიან კარგად, 12% - კარგად, 41% - საშუალოდ, 16% - ცუდად; 3%- ძალიან ცუდად, 27%-მა არ იცის;

სასამართლოები: 1% - ძალიან კარგად, 12% - კარგად; 40% - საშუალოდ; 22%- ცუდად, 5 % - ძალიან ცუდად, 20%-მა არ იცის, 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა;

თბილისის საკრებულო: 1%- ძალიან კარგად, 11% - კარგად, 43% - საშუალოდ, 20% ცუდად, 8% - ძალიან ცუდად, 16%-მა არ იცის, 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა;

პარლამენტი: 0% - ძალიან კარგად, 10% - კარგად, 49% - საშუალოდ, 25% - ცუდად; 6% ძალიან ცუდად, 9%-მა არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები  7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით),  2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics