01:07 - 14 Aug, 2026
|
2015-04-14 13:10:43, 675 ნახვა
სამართალი
შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში გაიმართება
შეწყალების კომისიის მორიგი სხდომა, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში გაიმართება. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს პერმანენტული პროცესია. მსჯავრდებულებისგან განცხადებები შემოდის. ამ კომისიაზე პირველ მარტამდე შემოსული განცხადებები იყო განხილული და პირველი მარტის შემდეგ შმოსულ საბუთებზე დეპარტამენტი მუშაობს. კომისიის შემდეგი სხდომა სავარაუდოდ მაისი მეორე ნახევარში გაიმართება. ეს პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა ქორიძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა დრეს 78 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან, 57 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, 21 მსჯავრდებულს კი, სასჯელი სხვადასხვა ოდენობით შეუმცირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)