|
2015-04-14 13:05:56, 679 ნახვა
სამართალი
შსს: მარტში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სახელმწიფოს მიერ გატარებული კომპლექსური ანტინარკოტიკული პოლიტიკა. კიდევ ერთხელ აქცენტი გაკეთდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კლების ტენდენციაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, მარტში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობისთვის, სახელმწიფო კომისია ახორციელებს მონიტორინგს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებას. სახელმწიფო კომისია ეფექტური მონიტორინგისა და ინფორმაციის სისტემატური გაცვლის მიზნით ყოველთვიურად იკრიბება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)