21:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-15 08:38:49, 2009 ნახვა

საზოგადოება
ულტრანაციონალისტების ჯგუფი ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ აქციას გამართავს

ულტრანაციონალისტების ჯგუფი "ქართული ძალა" "ედელვაისი" და სხვა დაჯგუფებები ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ 17 მაისს მსვლელობას მოაწყობენ.

სოციალურ  მედიაში ჯგუფები აანონსებენ მსვლელობას, რომელიც ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართება.

"17 მაისს, 12:00 საათზე ფილარმონიასთან იგეგმება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. 13:00 საათზე ჩვენი აქცია ვარდების მოედანზე შეუერთდება ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას. ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ აქციაზე და ერთად გამოვთქვათ ჩვენი პროტესტი ლგბტ საზოგადოების ნორმალიზაციის პროპაგანდის წინააღმდეგ!" -წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ულტრანაციონალისტური გვერდები "ქართული ძალა" და "ედელვაისი" ფეისბუქის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვის წინ დაბლოკა. 

გიორგი გოგუას ფოტო - 2013 წლის 17 მაისი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics