|
2017-05-14 12:51:36, 1777 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ტყიბულში დაღუპული მაღაროელების დაკრძალვას დაესწრება
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტყიბულის მაღაროში დაღუპული მაღაროელების დაკრძალვას დაესწრება. მაღაროელებს დღეს, 14:00 საათზე დაკრძალავენ. ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას დაიღუპნენ.შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში უბედური შემთხვევა 9 მაისს მოხდა - ბაგირის გაწყვეტის შედეგად ოთხი მაღაროელი 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაცია 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულებს ექსპერტიზა ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდათ. მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)