|
2017-05-13 19:56:13, 2427 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა კომენტარი
ზალკალიანი: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა
"საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს საგარეო ეკონომიკური მიმართულებით", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, ვისთანაც ჩინეთმა გააფორმა მსგავსი შეთანხმება. "ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერობები. ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიური ორმხრივი ურთიერთობა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება დამატებითი იმპულსი იმისთვის, რომ საქართველოში კიდევ უფრო განვითარდეს წარმოება, გარდა ამისა, გაიზარდოს ქვეყნის ექსპორტი და რაც მთავარია, ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც დინამიურად ვითარდება და სადაც არის ყველანაირი პირობა თავისუფალი ვაჭრობისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). ყველაფერი ერთად, და ამას დამატებული ჩინეთის თითქმის მილიარდნახევრიანი ბაზარი, ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები ჩინეთთან მომავალში უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, აღსანიშნავია ასევე ის, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი აბრეშუმის გზის ფორმატში, ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველო დასახელებულია, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი ინიციატივისა „სარტყელი და გზა" და ვფიქრობ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, ეს ფორმატიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ამ გეოპოლიტიკურ არეალში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)