|
2015-04-14 12:32:31, 899 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარი-მარტის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარი-მარტში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10 %-ით შემცირდა. 2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2279 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 503 მილიონი აშშ დოლარი იყო (28 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1776 მილიონი აშშ დოლარი (3 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-მარტში 1273 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 56 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მაჩვენებლებს საქსტატი 21 აპრილს გამოაქვეყნებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)