20:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-12 15:41:33, 1547 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს.

მისივე თქმით, ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ცხადყოფს, რომ  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღიარებს და მხარს უჭერს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქვს. 

"ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვულოცავ ბატონ ზურაბს ამ დიდ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე მუშაობისას ის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს, როგორც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისთვის, ისე საქართველოსთვის. 

სასიხარულოა, რომ საქართველოს წარმომადგენელს პირველად მიეცა შესაძლებლობა,   მსოფლიო მნიშვნელობის ამ საერთაშორისო ორგანიზაციას წარუძღვეს. ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება ცხადყოფს, რომ  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღიარებს და მხარს უჭერს იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქვს.  
აღნიშნული წარმატება  დიდ ზეგავლენას იქონიებს საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ამაღლებასა  და ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. 

ეს არის საერთო გამარჯვება - საარჩევნო კამპანია მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს გარდა ბრაზილიის, კოლუმბიის, კორეისა და ზიმბაბვეს კანდიდატები მონაწილეობდნენ. ამ პირობებში საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და იმაზე მეტყველებს, რომ  საერთაშორისო ტურიზმის სფეროში საქართველო ერთ-ერთ საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად ყალიბდება",-აცხადებს გიორგი გახარია.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics