|
2015-04-14 12:15:08, 884 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა 78 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 78 მჯსავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განმარტა, 57 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, 21 მსჯავრდებულს კი, სასჯელი სხვადასხვა ოდენობით შეუმცირდა. „დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა შეწყალების აქტი. დღევანდელი შეწყალების აქტის საფუძველზე პრეზიდენტმა შეიწყალა 78 მსჯავრდებული, ამ 78 მსჯავრდებულიდან 57 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ისინი სრულად შეიწყალა პრეზიდენტმა, ხოლო 21 მსჯავრდებულის სასჯელი სხვადასხვა ოდენობით იქნება შემცირებული. ზოგს გაუნახევრდა, ზოგს მოაკლდა დარჩენილი სასჯელის ერთი მესამედი. სულ 460 მსჯავრდებული საქმე განიხილა შეწყალების კომისიამ, კომისია მუშაობა 30- 31 მარტს. ეს დადებითი რეკომენდაციები ვისზეც გასცა კომისიამ , ეს სია რა თქმა უნდა გადაეგზავნა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეწყალებული იქნას 78 მსჯავრდებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათგან 57 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას“,-განაცხადა ქორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)