|
2017-05-12 13:00:27, 1590 ნახვა
საზოგადოება
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ უკრაინას მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს . 34% –ის აზრით, საქართველოს მთავრობა უკრაინის მთავრობას მხარს საკმარისად უჭერს, 7% ფიქრობს რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მხარი უფრო ნაკლებად უნდა დაუჭიროს, 5% მიიჩნევს უკრაინის მთავრობას მხარი საერთოდ არ უნდა დაუჭიროს, 11% –ს პასუხი არ აქვს კითხვაზე. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 493 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს საშუალებით გამოიკითხა. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)