18:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 12:07:13, 1887 ნახვა

საზოგადოება
მერია: თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები გაზზე აღარ მუშაობენ

თბილისში, ადგილობრივ  საქალაქო  რეგულარულ მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსები  (M2 კატეგორია) გაზზე აღარ მუშაობენ.

მერიის ინფორმაციით, გაზის აპარატურით აღჭურვილი ყველა - 101-ვე ე.წ. მიკროავტობუსი კვლავ დიზელის საწვავზეა გადაყვანილი.

მათივე ცნობით, აღნიშნული  ფაქტი თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადასტურა. 

„2015 წლის გაზაფხულიდან მერიას ნებართვის მფლობელ კომპანიებთან სასამართლო დავა ჰქონდა. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დარღვევით აღჭურვილი გაზის აპარატურის დემონტაჟს  მოითხოვდა. საბოლოოდ, საქალაქო სასამართლომ მერიის პოზიცია გაიზიარა, რის შემდეგაც კომპანიებმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულეს.

სულ, დედაქალაქში, 1800 ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics