|
2017-05-10 13:33:59, 2135 ნახვა
სამართალი
ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საშუალო სიჩქარე 50კმ/სთ, საქართველოში კი, 60კმ/სთ-ია
ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საშუალო სიჩქარე 50კმ/სთ-ს წარმოადგენს, საქართველოში კი 60კმ/სთ-ია, - ამის შესახებ ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი. მათივე ცნობით, 50კმ/სთ სიჩქარით ქვეითზე შეჯახებისას, დაღუპვის რისკი მხოლოდ 20%-ია, ხოლო 80კმ/სთ-ით შეჯახება 60%-იან დაღუპვის რისკს წარმოშობს. "საერთაშორისო პრაქტიკით ქალაქის გზებზე რეკომენდებულია 50კმ/სთ -იანი ლიმიტი, ხოლო სადაც ქვეითებისა და ავტომობილების შერეული მოძრაობაა-30კმ/სთ",-განმარტავენ ორგანიზაციაში. სასტუმრო „რადისონში“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულის აღსანიშნავად კონფერენცია მიმდინარეობს. კვირეულის გზავნილია "გაუფრთხილდი სიცოცხლეს, შეანელე!" დღევანდელი კონფერენციის მიზანია, საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. 8-14 მაისის კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიება იგეგმება. საგზაო უსაფრთხოების კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ამოცანაა, მძღოლების ინფორმირება, რომ მაღალი სიჩქარით გადაადგილება განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისთვის და ზრდის როგორც ავტოავარიის, ასევე მძიმე დაზიანებებისა და დაღუპვის რისკს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)