17:41 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 16:39:23, 2329 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი: „რესპუბლიკელები“, „დემოკრატები“ და „ნაცმოძრაობა“ ევროპული საქართველოს სახით, ერთ მაგიდასთან აღმოჩნდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარების თაობაზე  ევროპული საქართველოს ინიციატივას გამოეხმაურა, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელებიც“ შეუერთდნენ.

ვოლსკის თქმით, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და “ნაციონალური მოძრაობა” , ევროპული საქართველოს სახით, უკვე ერთ მაგიდასთან აღმოჩნდნენ, რაც მოსალოდნელი იყო.

მისივე შეფასებით, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვების მეშვეობით, საზოგადოების ფართო ჩართულობა უზრუნველყოფილია:

„რაც შეეხება პარალელური პროცესის განვითარებას, მე ვფიქრობ, ეს მათ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, თავი წარმოაჩინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი განხილვები საკითხის, ვენეციის კომისიის დასკვნებსაც ველოდებით და საზოგადოებისთვის ინტერესის საგანს, რა საკვირველია, საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს და ხელმისაწვდომობა ამ პროცესთან საკმაოდ ფართოდ არის უზრუნველყოფილი ამ განხილვების პროცესში”,-აღნიშნა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics