|
2017-05-06 15:33:50, 2579 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტს, შინიჩი კიტაოკას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები. შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მისი ერთ-ერთი კომპონენტის - სივრცითი განვითარების რეფორმის მნიშვნელობაზე, აგრეთვე, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო გეგმავს მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში. საუბარია, რიკოთის მონაკვეთის ერთ-ერთ სექციაზე, რომლის განხორციელებაც მომავალ წელს დაიწყება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 250 მლნ აშშ დოლარია. იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი საქართველოსთან თანამშრომლობა გააქტიურდეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გაფართოვდეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს უმაღლესი სასწავლების სტუდენტებისთვის იაპონიაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში იგეგმება JICA-ს პრეზიდენტის ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)