|
2017-05-05 17:45:11, 2374 ნახვა
მსოფლიო
პუტინი ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების დევნას პირველად გამოეხმაურა - „შს მინისტრს დაველაპარაკები“
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების დევნასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს გაესაუბრება, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების იტაცებენ, აწამებენ და კლავენ. "რა თქმა უნდა დაველაპარაკები გენერალურ პროკურორს და შს მინისტრს იმისათვის, რომ მათ აღნიშნულ საკითხში დაგეხმარონ. გავრცელებული ცნობით ან ჭორის დონეზე, შეიძლება ვთქვათ, რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ცუდად ექცევიან", - აღნიშნა პუტინმა. პუტინმა ჩეჩნეთში ლგბტ თემთან დაკავშირებული საკითხი საჯაროდ პირველად განიხილა. შეგახსენებთ, რომ "Новая Газета"-მ აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩეჩნეთში, "ჰომოსექსუალური ურთიერთობების ბრალდებით" ასობით მამაკაცი დააკავეს. ლგბტ თემის წარმომადგებლებს იტაცებდნენ და გავრცელებული ცნობით, 3 ადამიანი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოკლეს. ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეტში გეების ციხეები არსებობს. ოფიციალური ჩეჩნეთში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოს და აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მამაკაცებს "მხოლოდ ერთი ორიენტაცია აქვთ".
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)