16:35 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 13:17:41, 1948 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჰანი: საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ უკვე გამოიყენა უვიზო მიმოსვლა ევროპაში შესასვლელად და ეს ყოველივე გაგრძელდება

„უკვე საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა უვიზო მიმოსვლა ევროპაში შესასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე გაგრძელდება ჩვენი განზრახვის შესაბამისად“, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ვიზლაიბერალიზაციის პროცესის სრულად ამოქმედებას მიესალმება.

„უკვე საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე გაგრძელდება ჩვენი განზრახვის შესაბამისად, რათა ვიხილოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი, როგორც ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭება, რომ იმოგზაურონ ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის გახსნილობა ევროკავშირის მხრიდან, ეს არის ღია კარის მიდგომა ევროკავშირის სტრუქტურებიდან. ძალზე მნიშვნელოვანია მიღწეული რეფორმების მუდმივი განვითარება. ეს კიდევ ერთხელ დასტურდება უვიზო მიმოსვლით და ყველა იმ რეფორმის განხორციელებით, რომელიც მიმართული იყო ამ სერიოზული მიზნების მისაღწევად“,- აღნიშნა ჰანმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics