|
2017-05-04 16:02:09, 2193 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 5-6 მაისს, იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიურ შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს. წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოსთან, დაგეგმილია შეხვედრები აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები და პროგრამები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. საქართველოში პროექტები და პროგრამები ხორციელდება ენერგეტიკის, გზის ინფრასტრუქტურისა და წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით, აგრეთვე ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებისა და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)